2024 წელს საქართველოს $23.4 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ იყვნენ.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ვაჭრობის წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 8%-ით 23 მილიარდ 435 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
2024 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა. ამასთან, გასულ წელს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების TOP-10-ეულიდან ვაჭრობა მხოლოდ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და იაპონიასთან შემცირდა. სხვა სავაჭრო პარტნიორებთან კი გაიზარდა.
ექსპორტი 2024 წელს 7.8%-ით 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5%-ია. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერობა საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლებით არის განპირობებული.
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს იმპორტი 8.1%-ით 16 მილიარდ 874 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 69.9%-ია. პირველ სამეულს თურქეთი, აშშ და რუსეთი ადგენენ.
2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს. მათი…
საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის ჯამის 10.8%. გასულ წელს, საქართველო-რუსეთის…
საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტ-იმპორტის ჯამი წლიურად 14%-ით…